თავში

ჯაფარიძე: სამწუხაროდ, ჩემი, იაგოს, ვახოსა და სანდროს გზები გაიყო

ჯაფარიძე: სამწუხაროდ, ჩემი, იაგოს, ვახოსა და სანდროს გზები გაიყო
ჯაფარიძე: სამწუხაროდ, ჩემი, იაგოს, ვახოსა და სანდროს გზები გაიყო

პოლიტიკური პარტია "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე პარტიის ჯგუფში პოსტს აქვეყნებს.

,,გირჩის" ლიდერი აცხადებს, რომ გაჩერებას არ აპირებს და მთავარი ბრძოლა წინ არის.

"მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ

სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას

ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო

არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში

წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ

ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა

გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა," - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system