თავში

ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა. 

ამის შესახებ მინისტრმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

"ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ის საქმიანობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system