თავში

ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას სტუდენტები ითხოვენ

ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას სტუდენტები ითხოვენ
ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას სტუდენტები ითხოვენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით დღეს სამინისტროსთან სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ გაუმართავი სისტემის გამო კორონავირუსით, უკვე ახალგაზრდებიც იხოცებიან.

როგორც აქციის ერთ -ერთი მონაწილე აცხადებს, მმართველმა გუნდა ქართველი ხალხის სახელით 10 მილიარდი ლარი ისესხა და მინისტრმა უნდ ახსნას, რას მოხმარდა ეს თანხა, რომელიც მოქალაქეების გადასახდელია.

"ქართულმა ოცნებამ" კოვიდ პანდემიის დროს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბანკებისგან, ქართველი მოსახლეობის სახელით, ისესხა 10 მილიარდი ლარი, რომელიც უნდა მოგვხმარებოდა ჩვენ, თუმცა ამის ფონზე ახალგაზრდები იღუპებიან, იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ გავლენიანი ახლობლები და შესაბამისად ვერ ახერხებენ საავადმყოფოებში სათანადო მკურნალობის მიღებას. გვაინტერესებს სად და ვის ჯიბეში წავიდა ის 10 მილიარდი ლარი, რომელიც არის ჩვენი გადასახდელი", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system