თავში

ჯანმო-ს წარმომადგენლების ვიზიტი მნიშვნელოვანია კოვიდის მართვის კუთხით - ტიკარაძე

ჯანმო-ს წარმომადგენლების ვიზიტი მნიშვნელოვანია კოვიდის
ჯანმო-ს წარმომადგენლების ვიზიტი მნიშვნელოვანია კოვიდის მართვის კუთხით - ტიკარაძე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც კოვიდის მართვის პროგრამების შეფასების და შემდგომში სტრატეგიული დახმარების კუთხით, ასევე დაგეგმილი რეფორმების შეფასების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ჰანს კლუგესთან და ნინო ბერძულთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

მინისტრის ინფორმაციით, ჯანმო-ს წარმომადგენლები საქართველოს ხუთი დღით სტუმრობენ და ისინი ამ ხნის განმავლობაში დაათვალიერებენ როგორც კოვიდსასტუმროებს, ასევე ჰოსპიტალურ სექტორს.

"დღეს დაიწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორის, ჰანს კლუგეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელის, ნინო ბერძულის საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში.

ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც კოვიდის მართვის პროგრამების, მათი შეფასების და შემდგომში სტრატეგიული დახმარების კუთხით, ასევე დაგეგმილი განსახორციელებელი რეფორმების შეფასების კუთხით.

ჩვენ დღეს გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობს საქართველოში პანდემიასთან ბრძოლა. ასევე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ ჯანდაცვის სამინისტროში დაარსებული ახალი ონლაინკლინიკა, რომელიც ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში, ოჯახის ექიმების კუთხით.

ეს ვიზიტი გრძელდება ხუთ დღეს და სტუმრებს ექნებათ საშუალება, დაათვალიერონ როგორც კლინიკური სასტუმროები, ასევე ჰოსპიტალური სექტორი და გაეცნონ იქ მიმდინარე პროცესებს. ასევე დეტალურად შეისწავლონ პირველადი ჯანდაცვის კომპონენტი, თუ როგორ არის კოვიდის მართვაში ჩართული.

ეს ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კომპონენტის გაძლიერებისა და კომუნიკაციის დაგეგმვის კუთხით, როგორც მოსახლეობასთან, ასევე ჩვენს პარტნიორებთან, საიდანაც მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყანას ვაქცინა მოეწოდება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის საქართველოში ვიზიტი ხუთდღიანია და 22 დეკემბერს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system