თავში

ჯარიმების მოხსნის მიზანი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა - დამენია

ჯარიმების მოხსნის მიზანი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა - დამენია
ჯარიმების მოხსნის მიზანი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა - დამენია

ევროპული საქართელოს ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, ჯარიმების მოხსნასთან დაკავშრებითპრემიერ-მინისტრირს ინიციატივას ეხმაურება და აცხახდებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი წანასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა.

დამენიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ მოსახლეობისათვის წნეხის მოსახსნელად გადასახადები უნდა დაწიოს, ხოლო ჯარიმების გაუქმება მეორეხარისხოვან თემას წარმოადგენს.

„პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა კვლავ დაიწყოს ქართულმა ოცნებამ, თუმცა აქ მთავარი უნდა ითქვას, რომ ევროპული საქართველო თავიდანვე მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ეს ჯარიმები იყო არაადეკვატური და დღეს, გარკვეულწილად, არსამართლიანია, იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიხადეს ეს ჯარიმები და თითქოს მადლიერი უნდა ვიყოთ იმ მცირე ნაწილის ჯარიმების მოხსნისა, ამ დროს, პირველი, როცა ეკონომიკა გაჭყლიტა ქართულმა ოცნებამ, პირველი რაც უნდა გაეკეთებინა და დღესაც არ არის გვიან, ეს არის გადასახადების დაწევა, რათა ეკონომიკამ წამოიწიოს და ქართველმა ხალხმა ცოტა შვება იგრძნოს.“ - განაცხადა დამენიამ.

ცნობისთვის, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი გადაუხდელი ჯარიმები 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიული პირს ჩამოეწერება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system