თავში

ჯარიმებისა და საპატიმრო ვადის ქვედა ზღვრის გაზრდა საჭირო არ იყო - იოსელიანი

ჯარიმებისა და საპატიმრო ვადის ქვედა ზღვრის
ჯარიმებისა და საპატიმრო ვადის ქვედა ზღვრის გაზრდა საჭირო არ იყო - იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ლევან იოსელიანს განცხადებით, ხულიგნობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით ჯარიმებისა და საპატიმრო ვადის ქვედა ზღვრის გაზრდის წინააღმდეგი იყო. 

იოსელიანის თქმით, ცვლილებების საწინააღმდეგოდ მხოლოდ ორი ხმა დაფიქსირდა, რომელიც "მოქალაქეებს" ეკუთვნოდათ. 

"სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას, რომ მიღებული ცვლილებები იმ პროცესს არ უწყობს ხელს, რაც საქართველოში მიდის. ვგულისხმობ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოზიციების დაახლოებას და შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში ერთობლივი რეფორმების გატარების შესაძლებლობას. იმას მივაღწიე, რომ იურიდიული კომიტეტი დავითანხმე, რომ ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება და 24 საათზე შევთანხმდით. რაც შეეხება დანარჩენს, ჯარიმებისა და საპატიმრო ვადის ქვედა ზღვრის გაზრდას, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვიყავი. საჯარიმო სანქციები შეიძლება მიაჩნიათ ეფექტურ საშუალებად, რათა სამოქალაქო აქტივისტების მიმართ იყოს გამოყენებული უფრო ეფექტურად და ამიტომ ჯარიმების გაზრდა, თორემ, პატიმრობის გამოყენება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ აქამდე არ მომხდარა", – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system