თავში

ჯეიმს აპატურაი: NATO არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

ჯეიმს აპატურაი: NATO არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს
ჯეიმს აპატურაი: NATO არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

NATO არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„NATO არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც გუშინ ჩატარდა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. ალიანსი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – წერს ჯეიმს აპატურაი.

შეგახსენებთ, აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა, რომელშიც ასლან ბჟანია ლიდერობს. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, ე.წ. ოპოზიციის ლიდერ ასლან ბჟანიას ხმათა 56,5 პროცენტი აქვს მიღებული. ე.წ. ეკონომიკის მინისტრს, ადგურ არძინბას კი - 35,42 პროცენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system