თავში

ჯერ კიდევ ველოდებით ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს - ჰარცელი

ჯერ კიდევ ველოდებით ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე
ჯერ კიდევ ველოდებით ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს - ჰარცელი

გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ვაწყდებით სირთულეებს, სადაც არც ერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები ვმუშაობთ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ფასილიტატორები ჯერ კიდევ ელოდებიან ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს.

"გუშინდელი გადაწყვეტილება აუცილებლად არ გულისხმობს შეთანხმების მისაღწევად შანსების გაზრდას. ჯერ კიდევ ველოდებით ამ ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს. როგორც ვიცით, ოპოზიციის უმრავლესობა გუშინდელი გადაწყვეტილის მოუხედავად ბოიკოტს ინარჩუნებს. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ვაწყდებით სირთულეებს, სადაც არც ერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები ვმუშაობთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ასევე ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება სამომავლოდ დიალოგის ფორმატი", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

შეგახსენებთ, გუშინ, სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველ 51 ოპოზიციონერ დეპუტატს “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system