თავში

"ჯერ ქოც-კოვიდია დასამთავრებელი" - გიორგი გუგავა

"ჯერ ქოც-კოვიდია დასამთავრებელი" - გიორგი გუგავა
ჯერ ქოც-კოვიდია დასამთავრებელი - გიორგი გუგავა

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა არჩევნების გადადების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"არჩევნების გადადება ნიშნავს კოვიდ-გენოციდის გახანგძლივებას დროში, რადგან ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს დანაშაულებრივ მართვას და კოვიდ ტრაგედიის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისათვისს.

ამდენად; ჯერ ქოც -კოვიდია დასამთავრებელი, მერე კოვიდ ვირუსაც დავამარცხებთ", - წერს გიორგი გუგავა "ფეისბუქში".

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გუშინ განაცხადა, რომ როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, უნდა დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის განცხადებას დღეს პოლიტიკოსთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system