თავში

ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს - მეგრელიშვილი

ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს - მეგრელიშვილი
ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს - მეგრელიშვილი

ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, ეს არის კლოუნადის აპოთეოზი ,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილმა „ლელოს“ წევრ საბა ბუაძის კომენტარი შეაფასა, სადაც ბუაძე აღნიშნავს, რომ „გირჩის“ კომენტარებს სერიოზულად ვერ აღიქვამს.

„საბა ბუაძე მგონია იდიოტი. ეს როდესღაც უნდა მეთქვა, ვერ მოვისვენებდი, რომ არ მეთქვა. რასაც საბა ბუაძე და „ლელო“ აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, შეუთავსებელია ნორმალურ პოლიტიკასთან. ჩემი აზრით, კლოუნადაა.

ამ ადამიანის განცხადებებს არასოდეს ჰქონია სერიოზული შინაარსი. მზად ვარ, თუ საჭიროა, თუ მე ვცდები და ეს ასე არ არის, საბა ბუაძესთან დავჯდე და საათობით ვისაუბრო, თუ ეს ასე არ აღმოჩნდა ბოდიში მოვიხადო.

მგონია, რომ საბა ბუაძეობა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს, ისევე როგორც თაკო ჩარკვიანობა, შალვა ნათელაშვილობა, ასეთი პოლიტიკოსობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს არის კლოუნადის აპოთეოზი“, -განაცხადა მეგრელიშვილმა ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system