თავში

"კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი..." - ნინო ლომჯარია

"კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი..." - ნინო ლომჯარია
კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი... - ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აჯამებს.

"დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:

სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;

2. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა;

აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;

ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:

დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;

2. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;

3. დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა...

რა შეიძლება ვთქვა? 

კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი... :))", - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

"სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც მას უთხრეს, რომ სახალხო დამცველი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, მულტიფუნქციურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system