თავში

კახა კუჭავა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

კახა კუჭავა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
კახა კუჭავა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ჯოანა მირჩეას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესსა და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ერთიანი გეგმის შექმნაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო NATO-ს სამიტსა და არსებულ მოლოდინებს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და NATO-ს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და იმ წვლილს, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად შეაქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system