თავში

კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ წასვლას არ ვნანობ - გიორგი მარგველაშვილი

კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ წასვლას არ ვნანობ - გიორგი მარგველაშვილი
კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ წასვლას არ ვნანობ - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტთან დაკავშირებით მისი განათლების მინისტრობის დროს გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

მარგველაშვილის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

“ბენდუქიძის წინააღმდეგ წასვლას არ ვნანობ და ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი, რომ კანონი ყველასთვის ერთია, მოგწონთ თქვენ ის ადამიანი თუ არა. სხვათა შორის, ეს იყო საკითხი რომელზეც “ოცნებასთან” დაპირისპირება მქონდა. მიმაჩნდა, რომ კანონი ყველასთვის საერთოა. ბენდუქიძე გარდაცვლილი ადამიანია, ასე რომ მე მიჭირს ამაზე საუბარი. მაგრამ რაც შეეხება იმ შემთხვევას, აბსოლუტურად არ ვნანობ ამას" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში, კახა ბენდუქიძის "თავისუფალ უნივერსიტეტს" ავტორიზაცია შეუჩერდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system