თავში

კახა კალაძე არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

კახა კალაძე არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
კახა კალაძე არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

"არჩევნების გადადებაზე საუბარი საერთოდ არ არის, არჩევნები ჩატარდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, პარტიებს სრული უფლება აქვთ, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და თანაბარ გარემოში აწარმოონ.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში პარტიებს შეუძლიათ ჩაატარონ საარჩევნო კამპანია, მეტიც, თავისუფალ, თანაბარ პირობებში. ის, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. ამას ჩვენ ველოდებოდით და ძალიან ბევრს ვსაუბრობდით ამაზე. ჩვენ მოგვიწევს ადაპტირება და თანაცხოვრება ამ ვირუსთან. პირველ ტალღასთან შედარებით უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს, ვიცით როგორ გავუმკლავდეთ ამ ვირუსს და რა თქმა უნდა, სანამ ვაქცინა არ იქნება უნდა დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს", - განაცხადა კახა კალაძემ.  

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები საქართველოშიო 31 ოქტომბერს ჩატარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system