თავში

კახა კალაძე: კონგრესმენებთან ჩასვლა და სწორი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო - VIDEO

კახა კალაძე: კონგრესმენებთან ჩასვლა და სწორი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო - VIDEO
კახა კალაძე: კონგრესმენებთან ჩასვლა და სწორი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო - VIDEO

„სამუშაოა კონგრესმენებთან, საჭიროა ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება, რადგან წერილებში, რომელსაც ჩვენ ვნახულობდით, აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ report.ge-ს ჟურნალისტს განუცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით კონგრესმენებს ცალმხრივი ინფორმაცია აქვთ, ამიტომ, საჭიროა ჩასვლა და სწორი ინფორმაციის მიწოდება მათთვის.

„ჩემთვის ოფიციალური ვაშინგტონის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ გაკეთებული შეფასებები, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე, გამოწვევებზე. ამ ადამიანებთანაც სამუშაოა. სამუშაოა კონგრესმენებთან, საჭიროა ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება იმიტომ, რომ წერილებში, რომელსაც ჩვენ ვნახულობდით, აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩასვლა და სწორი იფორმაციის მიწოდება, რომ ეს არ იყოს ცალმხრივი“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას კიდევ ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა როჯერ ვიკერმა მიმართ წერილთ. წერილი 19 დეკემბრით თარიღდება.

ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს უნდა მიიღოს საზოგადოებისათვის სასურველი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როჯერ ვიკერი თვლის, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.  

სენატორი ასევე ამბობს, რომ ეჭვებს ბადებს ბოლოდროინდელი სისხლის სამართლებრივი დევნის ტალღა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და ოპოზიციური მედიასაშუალებების მიმართ დაიწყო. ის ეხმაურება ნიკა მელიასა და გიგა ბოკერიას მიმართ წამოწყებულ საქმეებს. ასევე, ხაზს უსვამს, რომ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ არჩევა ცალმხრივი გადაწყვეტილებაა და ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ ნდობის კლებას. 

ბოლო თვის განმავლობაში ეს უკვე მეშვიდე კონგრესმენის წერილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. 

მანამდე ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ მიღწეული პროგრესის მიუხედევად, საქართველომ დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორების მიმართ ნეგატიური ტენდენციები გამოავლინა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავს. მალინი ამბობს, რომ უერთდება მისი კოლეგების, ადამ კიზინგერისა და გერი კონოლის წერილს, რომელშიც დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობაზეა საუბარი.

გარდა ამისა, კონგრესმენი აღნიშნავს, რომ უარყოფითი ტრენდის გამო სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შემოღების შესახებ მოწოდებები გაიზარდა. ის უერთდება რეფორმების შესახებ მოწოდებებს და აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში წარმომადგენლობით პალატაში წარადგინა აქტი, რომელიც საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციებს ეხება.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system