თავში

კახა კალაძე: კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, შეუძლებელია გერმანულ მოდელზე გადასვლა

კახა კალაძე: კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, შეუძლებელია გერმანულ მოდელზე გადასვლა
კახა კალაძე: კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, შეუძლებელია გერმანულ მოდელზე გადასვლა

კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, შეუძლებელია გერმანულ მოდელზე გადასვლა, -ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ხვალ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საუბარი გერმანულ მოდელსაც შეეხოს, თუმცა შეხვედრაზე იქნება განმარტებული ის, თუ რატომ ვერ ხერხდება ამ მოდელის საქართველოს კონსტიტუციაზე მორგება.

კახა კალაძის განცხადებით ბოიკოტი, ყველანაირი დესტრუქციული ქმედება აზიანებს ქვეყანას და უმჯობესია, თუ პროცესები დიალოგის რეჟიმში გადავა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ხელისუფლების და ოპოზიციის წევრებს შორის ხვალგაიმართება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system