თავში

კახა კალაძე: მე არ მჭირდება ბოტების პიარი

კახა კალაძე: მე არ მჭირდება ბოტების პიარი
კახა კალაძე: მე არ მჭირდება ბოტების პიარი

მე არ მჭირდება ბოტების პიარი, თქვენ შეგიძლიათ ჩემთან ერთად გამოიაროთ ქუჩაში და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, კახა კალაძეს სჭირდება თუ არა ბოტები და ტროლები,-ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. 

„არანაირი ტროლი და არანაირი ბოტი არ ვიცი და არასდროს მქონია შეხება. მე არ მჭირდება ბოტების პიარი, თქვენ შეგიძლიათ ჩემთან ერთად გამოიაროთ ქუჩაში და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, კახა კალაძეს სჭირდება თუ არა ბოტები და ტროლები. ეს სჭირდება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქვეყანა ცხრა წლის მანძილზე მიიყვანეს იმ მდგომარეობაში, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, აღარ გავიმეორებ, თუ რა იყო და რა მდგომარეობა. ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ მომავალზე, უკეთეს საქართველოზე. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ორნიშნა ციფრამდე ავიყვანოთ ეკონომიკის ზრდა და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ“,-განაცხადა კახა კალაძემ. 

20 დეკემბერს Facebook-მა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი გააუქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system