თავში

კახა კალაძე: მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც განხორციელდება

კახა კალაძე: მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც განხორციელდება
კახა კალაძე: მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც განხორციელდება

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგობის მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც განხორციელდება.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა ამ ცვლილებების მხარდასაჭერად, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უკვე ახალი საარჩევნო სისტემით. თუ ოპოზიციის მხრიდან არ მოხდება მხარდაჭერა, ეს იქნება ძალიან ცუდი. პირველ რიგში, დააზიანებს მათ. მგონია, რომ ეს ცვლილება მაინც განხორციელდება. თუ რაღაცა კატასტროფა მოხდა და ვერ განხორციელდა, მაშინ არჩევნების ჩატარება მოგვიწევს არსებული სისტემით, რომლითაც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა,“ - განაცხადა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system