თავში

კახა კალაძე: მკაცრი ზომები და ნაბიჯები იყო აუცილებელი

კახა კალაძე: მკაცრი ზომები და ნაბიჯები იყო აუცილებელი
კახა კალაძე: მკაცრი ზომები და ნაბიჯები იყო აუცილებელი

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას სახლში დარჩერნისკენ მოუწოდებს. კახა კალაძის თქმით მკაცრი ზომები და ნაბიჯები იყო აუცილებელი, რომ რაც შეიძლება მცირე დანაკარგით გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან.

„თბილისისთვის უჩვეულოა ცხოვრების ის წესი, რაშიც ახლა ვიმყოფებით, მაგრამ რას ვიზამთ. ამ ღონისძიებების გატარება არის გადაუდებელი აუცილებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისელებს, რომელთა უმეტესობა კომენდანტის საათს ძალიან კარგად იცავს.

არის გარკვეული დარღვევები, რასაც შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოსდევს. კიდევ ერთხელ ავხსნი, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე – ერთია, როცა ხედავ მტერს და იცი, რისთვის უნდა მოემზადო, მეორეა, ებრძვი მას, რასაც ვერ ხედავ.

ამ უხილავმა მტერმა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოში. ვხედავთ, რაც ხდება ევროპულ ქვეყნებში, რა მძიმე მდგომარეობაა. თუმცა, საბედნიეროდ, იქაც ბოლო დღეების განმავლობაში ცოტა დასტაბილურდა სიტუაცია. ამდენად, მკაცრი ზომები და ნაბიჯები, რაც ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ, იყო აუცილებელი, რომ რაც შეიძლება მცირე დანაკარგით გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას – დარჩით სახლში! თუ რაღაც გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავეთ გარეთ გასვლისგან. ცოტაც უნდა გავიჭირვოთ და ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system