თავში

კახა კალაძე მოადგილეებს და მერიის სამსახურის უფროსებს აფრთხილებს

კახა კალაძე მოადგილეებს და მერიის სამსახურის უფროსებს აფრთხილებს
კახა კალაძე მოადგილეებს და მერიის სამსახურის უფროსებს აფრთხილებს

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაანონსა.

ამასთან, კალაძემ მოადგილეები, გამგებლები, მერიის შესაბამისი სამსახურები და მათი ხელმძღვანელები გააფრთხილა, რომ კორუფციის პრევენციის მიმართ მაქსიმალურად მიმართონ ყურადღება. 

"მინდა, გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გაამახვილოთ კორუფციის პრევენციაზე, რათა რაიმე არ გამოგეპაროთ. პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება თქვენთვის ცნობილია რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ჩვენ გვქონდა მაგალითები, და ცნობილია, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ასე რომ, ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, მაქსიმალური ყურადღება იყოს ამ მიმართულებით, რომ პრევენცია მოხდეს და ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ,"- განაცხადა თბილისის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system