თავში

კახა კალაძე: ტენდენციაა წარმატებულ სპორტსმენებზე თავდასხმა

კახა კალაძე: ტენდენციაა წარმატებულ სპორტსმენებზე თავდასხმა
კახა კალაძე: ტენდენციაა წარმატებულ სპორტსმენებზე თავდასხმა

თბილისის მერი ბოლო პერიოდში ქართველი სპორტსმენების, მათ შორის ქართველი მორაგბეების მიმართ პოლიტიკურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმაურება. კახა კალაძის თქმით ტენდენციაა ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებულ სპორტსმენებზე, წარმატებულ ადამიანებზე თავდასხმა. 

„ეს არის დეგრადირებული ადამიანების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ჩვენი წარმატებულ სპორტსმენებით ამაყობს მთელი ქვეყანა, მთელი ერი, ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვთ საზღვრებს გარეთ. ყველა ერთად ვზეიმობთ, როდესაც ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას. შესაბამისად, ამ ადამიანების კრიტიკა, გაუაზრებელი თუ გააზრებული განცხადებები და ტალახის სროლა ვერაფერს დააკლებს ვერც ტალახაძეს, ვერც ჩვენ მორაგბეებს. მორაგბეების ფრჩხილის ფასად არ ღირს არც ერთი ის ადამიანი, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს წარმატებულ სპორტსმენებს. მე მინდა ჩვენს სპორტსმენებს წარმატებები ვუსურვო და ვუთხრა, არანაირად არ მიაქციონ ყურადღება ასეთი დეგრადირებული ადამიანების მხრიდან გაკეთებულ ამაზრზენ განცხადებებს“, -განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system