თავში

კახა კალაძემ გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

კახა კალაძემ გამგებლობის კანდიდატები წარადგინა
კახა კალაძემ გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატებს შორის ექვსი მოქმედი გამგებელია, ხოლო ოთხი აღნიშნულ თანამდებობას პირველად დაიკავებს. თბილისის მთავრობას საკრებულო ხვალ დაამტკიცებს.

კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის – დავით კირკიტაძე, კრწანისის – ბექა მიქაუტაძე, ვაკის – დავით კვინიკაძე, გლდანის – ლევან ნაროუშვილი, ხოლო სამგორის – კახა სამხარაძე.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის პოზიციაზე დედაქალაქის მერმა საკრებულოს დავით უთმელიძის კანდიდატურა შესთავაზა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ასევე საკრებულოს ყოფილი წევრია ვლადიმერ ძნელაძე, რომელიც კახა კალაძემ დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატად წარადგინა.

რაც შეეხება ისნისა და ნაძალადევის რაიონებს, აქ დედაქალაქის მერმა არჩევანი გამგეობებში აქამდე დასაქმებულ კადრებზე გააკეთა. ისანში მან ნიკოლოზ ელისაშვილი წარადგინა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში, გამგეობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, ხოლო ნაძალადევის გამგებლად საკრებულოს ირაკლი ანდღულაძე შესთავაზა, რომელიც აქამდე გამგებლის მოადგილე იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system