თავში

კახა კალაძის ნარკოტესტის პასუხი ცნობილია

კახა კალაძის ნარკოტესტის პასუხი ცნობილია
კახა კალაძის ნარკოტესტის პასუხი ცნობილია

თბილისის მოქმედმა მერმა და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სჯერა, რომ ყველა სხვა კანდიდატი გაიზიარებს ნარკოტესტის გაკეთების შეთავაზებას.

„ანალიზები ჩავიტარე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთე. პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, რომ გააკეთოს ანალოგიურად და საზოგადოებას შედეგები წარუდგინოს. მინდა მივმართო სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ უფლება აქვთ გაასაჯაროონ შედეგები და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system