თავში

კახა კუჭავა: დიდი ბრიტანეთისგან საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა

კახა კუჭავა: დიდი ბრიტანეთისგან საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა
კახა კუჭავა: დიდი ბრიტანეთისგან საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა

რის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო. ამ მხრივაც ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდია დიდი ბრიტანეთის დახმარება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა დიდ ბრიტანეთთან პოსტბრექსიტ თანამშრომლობას.

"„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეშვიდე რაუნდი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე და დიალოგში ჩართულნი იყვნენ როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. 

კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, რომელთა გარშემოც ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ამ მიმართულებით დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატში, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების მიმართულება.

არის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო. ამ მხრივაც ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდია დიდი ბრიტანეთის დახმარება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ბრექსიტი“ საბოლოოდ განხორციელდა, გაფორმდა და ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ, ვინც მოვაწერეთ ხელი დიდ ბრიტანეთთან პოსტბრექსიტ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო ხშირი იყოს ასეთი კომუნიკაცია და საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები, როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენ ეს ურთიერთობები. დიდ ბრიტანეთში ჩვენი ელჩი სოფიო ქაცარავა გახლავთ ის ადამიანი, ვისაც ძალიან კარგად ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რომელიც პარლამენტებს შორის არსებობდა და კიდევ უნდა გაძლიერდეს. ასევე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალ ელჩს, რომელთანაც უკვე მქონდა შეხვედრა, ძალიან საინტერესო გეგმები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობებს," - განაცხადა კახა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system