თავში

კახა კუჭავა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის მთავარი სპიკერი იქნება

კახა კუჭავა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის მთავარი სპიკერი იქნება
კახა კუჭავა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის მთავარი სპიკერი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს მედიას კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია სექტემბერში გაიმართება.

„ჩვენ გვექნება სპიკერების კონფერენცია, პარლამენტის სპიკერები შეიკრიბებიან ერთად, თქვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა, რომ ის დაესწრება კონფერენციას და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება“, – განაცხადა რიკ დემსმა.

რიკ დემსისა და კახა კუჭავას შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო. კახა კუჭავამ აღნიშნულ არჩევნებზე ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია მოიწვია.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები ასახულია საარჩევნო კოდექსში.

რიკ დემსი ქვეყანას 28 ივლისს დატოვებს. ის უკვე შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system