თავში

კახა კუჭავა "ლელოს" ფრაქციას შეხვდა

კახა კუჭავა "ლელოს" ფრაქციას შეხვდა
კახა კუჭავა ლელოს ფრაქციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, მე-10 მოწვევის პირველი ოპოზიციური ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ამნისტიის კანონპროექტსა და საარჩევნო რეფორმაზე იმსჯელეს.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ განიხილეს შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელების გზები. 

"ვიმსჯელეთ, ოპტიმალურად როგორ შევძლოთ, რომ ესა თუ ის პუნქტი არ გადაიქცეს დაპირისპირების საშუალებად", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

კუჭავას განცხადებით, სურვილი აქვს ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეხვდეს.

"რაც ყველაზე მთავარია, მათთვის განსაკუთრებით, ვინც პირველად არიან პარლამენტის წევრები, მაქსიმალურად შევეცდები თუ რამე დახმარება სჭირდებათ, ტექნიკური იქნება თუ სხვა სახის, ჩემი მხრიდან მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერა. ყველა საკითხზე ვისაუბრებთ რაც მათთვის აქტუალურია", - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტში ფრაქცია 13 მაისს შექმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system