თავში

კახა კუჭავა ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

კახა კუჭავა ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა
კახა კუჭავა ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ამ გზაზე მიღწეული პროგრესი და გამოწვევები იყო.

ყურადღება გამახვილდა ჩვენს ქვეყანასა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის არსებულ თანამშრომლობასა და საქართველოს ნატოსთან თავსებადობაზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ ნატოს სამიტის დეკლარაციაში აისახება პროგრესი, რომელსაც საქართველომ ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მძიმე პრობლემები განიხილეს. გიტანას ნაუსედამ ლიეტუვას მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

შეგახსენებთ, გიტანას ნაუსედა საქართველოში 10 ივნისს ჩამოვიდა.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გუშინ, ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

დღეს გიტანას ნაუსედამ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system