თავში

კახა კუჭავა: მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე და ვიპოვოთ გამოსავალი

კახა კუჭავა: მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე და ვიპოვოთ გამოსავალი
კახა კუჭავა: მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე და ვიპოვოთ გამოსავალი

„არ შეიძლება კონსენსუსი მიღწეული იქნას ერთი მხრის მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით. აუცილებელია ორივე მხარემ გადადგას ეს ნაბიჯები. როდის ამბობ, რომ დიალოგისთვის მზად ხარ და შენი ულტიმატუმი არის ეს, უკვე შეუძლებელია ალბათ დიალოგს წარმატებული ვუწოდოთ ან იმედი გქონდეს რომ წარმატებული იქნება. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ გამოსავალი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ ნიკა მელიას საქმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს "ნაციონალურ მოძრაობასთან" კომუნიკაცია და საერთო სურათი გამოკვეთილია. 

"ძალიან კარგად ხვდებიან ამას, რომ ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი პროვოკაციული ნაბიჯების ჯაჭვი, რომელმაც საბოლოოდ აღმასრულებელი ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები მიიყვანა იქამდე, რომ აღესრულებინა კანონი“, - განაცხადა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system