თავში

კახა კუჭავამ თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა

კახა კუჭავამ თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა
კახა კუჭავამ თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ დღევანდელმა არჩევნებმა მშვიდ რეჟიმში ჩაიაროს. 

"ტრადიციულად მე ჩემს საარჩევნო უბანზე, ვცდილობ ხოლმე ვიყო პირველი და დღესაც ვიყავი პირველი. რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ეს არის ის არჩევანი, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის განვითარება. უმნიშვნელოვანესია, რომ დღევანდელი დღე ჩატარდეს მშვიდად. ყველას მიეცეს საშუალება გამოთქვას თავისი ნება, გააკეთოს თავისი არჩევანი. ეს არის ის, რასაც ელოდება ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", - განაცხადა კახა კუჭავამ. 

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ნომრიანი პირბადით იმყოფებოდა, რაც კანონმდებლობის დარღვევად ითვლება. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system