თავში

კახაბერ კუჭავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო მინისტრს შეხვდა

კახაბერ კუჭავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო მინისტრს შეხვდა
კახაბერ კუჭავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის დელეგაციას შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლები ორი ქვეყნის ურთიერთობაში ნაყოფიერი იქნება.

"დღეს საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და დელეგაციის წევრებს. ეს იყო გაცნობითი შეხვედრა და ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ქვეყნებს შორის განიხილება. ეს არის ურთიერთობები, საერთო გამოწვევები თუ სხვადასხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ვაპირებთ მომავალშიც გავაგრძელოთ მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის დიდი სურვილი და მზადყოფნა, რომ პარლამენტებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, რომელიც არსებობს, არის ეს მეგობრობის ჯგუფის ფორმატი თუ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატები, რომელსაც ვიყენებთ. ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, ძალიან სასიამოვნო საუბარი, როგორც ეს ხდება მეგობარ ქვეყნებს შორის და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლები იქნება ძალიან შედეგიანი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის კუთხით",- განაცხადა კახა კუჭავამ .

ცნობისთვის, დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system