თავში

კახაბერ კუჭავა: საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს

კახაბერ კუჭავა: საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს
კახაბერ კუჭავა: საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა.

კახაბერ კუჭავამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, რუსეთი რჩება საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას, რომელიც ემყარება დეოკუპაციისა და შერიგების კონკრეტულ ნაბიჯებს. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპელ კოლეგებს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა.

„საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს. ქვეყანას გააჩნია ამბიციური გეგმა და მოსახლეობის უმრავლესობის მკაფიო მხარდაჭერა - კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული პერსპექტივის არსებობა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system