თავში

კახიანი: მოლოდინი მქონდა, რომ პრემიერს ინტერპელაცია აღარ მოუწევდა

კახიანი: მოლოდინი მქონდა, რომ პრემიერს ინტერპელაცია აღარ მოუწევდა
კახიანი: მოლოდინი მქონდა, რომ პრემიერს ინტერპელაცია აღარ მოუწევდა

დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას იმ შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა, რომელთაც ორი დღის წინ უკვე უპასუხა ამომწურავად,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა. კახიანის თქმით პარლამენტში პრემიერის ვიზიტის შემდეგ ის იმედოვნებდა, რომ ოპოზიცია ინტერპელაციას მოხსნიდან.

„იმ ფონზე, როცა ორი დღის წინ პრემიერი პარლამენტში იყო მოსული და პასუხი უამრავ შეკითხვას გასცა, მოლოდინი მქონდა, რომ მას იმავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა ინტერპელაციის პროცედურით აღარ მოუწევდა. სავარაუდოდ, ინტერპელაციას ოპოზიცია მოხსნიდა, მაგრამ მათ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს.

რეალურად, რა შეკითხვებიც უკვე დაისვა და რაზეც პრემიერმა ამომწურავი პასუხები გასცა, იმავე შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა. თუმცა ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია და ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პროცესისადმი ოპოზიციის უსუსურ დამოკიდებულებას. ეს გამოჩნდა იმ კვლევებში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა. 

გიორგი გახარიას დეპუტატები 14:00 საათზე ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით მიდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system