თავში

კალაძე: 2500-მდე ადამიანი, სწავლის შეჩერების მიუხედავად, ანაზღაურებას მიიღებს - VIDEO

კალაძე: 2500-მდე ადამიანი, სწავლის შეჩერების მიუხედავად, ანაზღაურებას მიიღებს - VIDEO
კალაძე: 2500-მდე ადამიანი, სწავლის შეჩერების მიუხედავად, ანაზღაურებას მიიღებს - VIDEO

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და ეძებს გზებს, ვირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ჩვენს მოსახლეობას - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი, სასწავლო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ანაზღაურებას უწყევტად მიიღებენ. 

"როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო, სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა. თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებში და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების (სახელფასო) დაფინანსებას. კერძოდ, მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზებისა და სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ, პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი; გაგრძელდება, სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება; სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა - მერიის ბალანსზე არსებული კულტურული, სპორტული, საგანმანათლებო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის - მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის სახელფასო ანაზღაურება. მათ შორის, საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც. ჯამში, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2 500-დე პედაგოგის, მწვრთნელისა და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში, ყოველთვიურად დაახლოებით, 25 000-მდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან." - განაცხადა მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system