თავში

კალაძე "ანას ბაღზე": პირობა მაქვს დადებული, რომ ჩემი მერობის პირობებში, არცერთ სკვერში მშენებლობა არ განხორციელდება

კალაძე "ანას ბაღზე": პირობა მაქვს დადებული, რომ ჩემი მერობის პირობებში, არცერთ სკვერში მშენებლობა არ განხორციელდება
კალაძე ანას ბაღზე: პირობა მაქვს დადებული, რომ ჩემი მერობის პირობებში, არცერთ სკვერში მშენებლობა არ განხორციელდება

მიუღებელია სპეკულაციური მიდგომა - არ მინდა და არ აშენდება, იმ დროს, როდესაც მშენებლობა მწვანე საფარს არ აზიანებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, ჟურნალისტებთან "ანას ბაღთან" დაკავშირებით განაცხადა

 „კანონის ფარგლებში, ჯერ კიდევ წინა მერის პირობებში გაიცა სამშენებლო ნებართვა. მე დროებით გავაჩერე მშენებლობის ნებართვა, როდესაც ამირჩიეს. შემდეგ ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო კანონის ფარგლებში.

„ანას ბაღს", მწვანე სივრცეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მითუმეტეს, ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, ასევე, სპორტულ ობიექტებზე. ბრალდებები არის თითიდან გამოწოვილი და არ ვიცი, ვის რა ინტერესი აქვს, ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა ჩვენ ვაპირებთ „ანას ბაღის" რეაბილიტაციას. ინვესტორს დავათმობინეთ დამატებითი მიწის ფართი, რომელიც „ანას ბაღის" ტერიტორიას მიემატება და ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი, რეკრეაციული სივრცე, რომელსაც რეაბილიტაციას ჩავუტარებით, მწვანე სივრცეები რჩება ჩვენს პრიორიტეტად და როგორც ვთქვი, არც ერთი სკვერი და ბაღი არ შეეწირება უკანონო მშენებლობას" - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ადგილობრივები ,,ანას ბაღის" ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქციებს რამდენიმე თვეა მართავენ. სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათ მშენებლობისთვის საბუთები წესრიგში აქვთ და მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system