თავში

კალაძე: არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში

კალაძე: არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში
კალაძე: არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, NDI-ის ანგარიშში გარკვეული უზუსტობებია.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას წარუდგინოს საკუთარი ხედვა.

“აშკარად გარკვეული უზუსტობები არის და რატომ არის ეს უზუსტობები, რა თქმა უნდა, უნდა ვკითხოთ მათ, ვინ გააკეთა, ვინ იყო, ვინ იკვლევდა. ხომ უნდა არსებობდეს ფაქტები? ძალიან ბევრი უზუსტობაა. არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას წარუდგინოს საკუთარი ხედვა, მიაწოდონ თავიანთი გეგმები, თუ როგორ ფიქრობენ ქვეყნის განვითარებას, წარუდგინონ პროგრამები, ამის შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა თანაბარ პირობებში,” - განაცხადა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system