თავში

კალაძე: ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება სამარცხვინოა

კალაძე: ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება სამარცხვინოა
კალაძე: ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება სამარცხვინოა

ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობს, რაც სამარცხვინოა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ერთობლივად იზრუნონ მოქალაქეების კეთილდრეობაზე. 

"სამარცხვინოს ვუწოდებ მე ამ დამოკიდებულებას უპასუხისმგებლო პარტიებისგან, თუმცა არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ, რომ კარგად დავინახეთ ეპიდემიის პირველი ტალღის დროს, თუ როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ და როგორ იქცევიან ახლაც. მე ვიტყოდი, რომ ეს კონკრეტული ძალები არის ნათელი მაგალითი იმისა, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, აჩვენებდნენ ქვეყანას და მსოფლიოს თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს, როდესაც არიან ოპოზიციაში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აჩვენონ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. სამწუხაროდ,  ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობს. მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე", - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system