თავში

კალაძე: გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ ორი დღე

კალაძე: გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ ორი დღე
კალაძე: გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ ორი დღე

ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ორი დღე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გია ვოლსკის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოში არასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობდა.

"ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ორი დღე. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არაერთი წარმატებისა თუ სირთულის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაწყებული ბრძოლის შემდეგ, ქვეყანაში მშვიდობა, დემოკრატია, თავისუფლება დავაბრუნეთ და ადამიანი კვლავაც მთავარ ღირებულად ვაქციეთ. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, თქვენი როლი და ჩართულობა ამ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ჰუმანური, პროგრესული და დემოკრატიული ხელისუფლება დამკვიდრდა, -ერთხელ და სამუდამოდ უთხარით არა ძალადობრივ, ბნელ წარსულს, ქაოსსა და ავტორიტარიზმს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს ჩავაბარეთ წარსულს", – განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system