თავში

კალაძე: იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება მოლაპარაკებები

კალაძე: იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება მოლაპარაკებები
კალაძე: იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება მოლაპარაკებები

,,ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე ასევე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა.

კალაძის განცხადებით, გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილის პროცესების გადადება, პარლამენტში შესვლის საკითხთან კავშირში არ არის.

„ვერ ვხვდები რა კავშირშია პარლამენტში შესვლასთან. ამასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა განცხადებები, ყველამ ვნახეთ, რა იყო პროცესების გადადების მიზეზი. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი ხანია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, შუამავლების მეშვეობით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რიგით მესამე შეხვედრა. პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მომავალ შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system