თავში

კალაძე კონგრესმენის წერილზე: მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო

კალაძე კონგრესმენის წერილზე: მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო
კალაძე კონგრესმენის წერილზე:  მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო

ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა, მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, რესპუბლიკელი სენატორის მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. 

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს დაუმსახურებელ კრიტიკად აფასებს და აღნიშნავს, რომ მისთვის შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადებებია მნიშვნელოვანი. 

„წერილის შინაარსს არ ვიცნობ, თუმცა ნამდვილად ვერ მივიღებ ისეთ კრიტიკას, რომელიც ნამდვილად დაუმსახურებელია. ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდება და მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა განხორციელებული მოყოლებული 2012 წლიდან და შედარებებიც საკმარისია, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე გამოხატვის თავისუფლების კუთხით, თუნდაც ტელევიზიების მიმართ. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, ამაზე მეტყველებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ოფიციალური განცხადებები. ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა, მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და დადებითად იყო შეფასებული. თითო-ოროლა კონგრესმენის რაღაც მეგობრობით გაკეთებული განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ მიღწეული პროგრესის მიუხედევად, საქართველომ დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორების მიმართ ნეგატიური ტენდენციები გამოავლინა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავს. მალინი ამბობს, რომ უერთდება მისი კოლეგების, ადამ კიზინგერისა და გერი კონოლის წერილს, რომელშიც დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობაზეა საუბარი.

გარდა ამისა, კონგრესმენი აღნიშნავს, რომ უარყოფითი ტრენდის გამო სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შემოღების შესახებ მოწოდებები გაიზარდა. ის უერთდება რეფორმების შესახებ მოწოდებებს და აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში წარმომადგენლობით პალატაში წარადგინა აქტი, რომელიც საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციებს ეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system