თავში

კალაძე: ქვეყანაში არის პრობლემები, თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა

კალაძე: ქვეყანაში არის პრობლემები, თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა
კალაძე: ქვეყანაში არის პრობლემები, თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა

"ყველაზე მეტად, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

კახა კალაძის თქმით ხელისუფლებამ თითქმის ყველა დარგი განავითარა. 

„ბევრი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ყველა დარგი და მიმართულება ავიღოთ და ვნახავთ, რამდენი რამ არის გაკეთებული. დავიწყოთ განათლებით, ჯანდაცვით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით, ასევე სასამართლოს რეფორმა, რაც ჯერ დასრულებული არ არის, აუცილებლად იქნება რეფორმის მეოთხე ტალღა. საგარეო მიმართულებით გაკეთდა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან. ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საქართველო დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია და მთავარი მიზანი, ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი" - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით ყველაზე დიდი გამოწვევად კვლავ სოციალური მდგომარეობა რჩება .

"არის გამოწვევები, რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა, არის ქვეყანაში პრობლემები. სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა არის გამოსასწორებელი მითუმეტეს ამ პანდემიის ფონზე, რომელმაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ეკონომიკას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. ძალიან ბევრი იქნება სამუშაო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში"- განაცხადა კალაძემ

ცნობისთვის, მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა. საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ბოლო პლენარული სხდომა გუშინ გამართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system