თავში

კალაძე: მედია ვერ იქნება ფარი, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს

კალაძე: მედია ვერ იქნება ფარი, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს
კალაძე: მედია ვერ იქნება ფარი, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს

თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი და მედია ვერ იქნება ვერანაირი ფარი - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს Human Rights Watch-ის ანგარიშზე საუბრისას განუცხადა.

„მედიის ქონა ან მედიაში მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი ჩადის დანაშაულს, მედიაში მუშაობა გამოიყენოს გარკვეულ ფარად. ეს კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი და მედია ვერ იქნება ვერანაირი ფარი. ის, რომ თითქოს მედიის მუშაობა შეზღუდულია, ღიმილის მომგვრელია. თუ გადავხედავთ წინა წლებს, ამდენი მედია საშუალება არასდროს არ ყოფილა. ვერავინ ვერ შეზღუდავს მედია პლურალიზმს და ვერავინ შეუშლის ხელს ტელევიზიის, სააგენტოების და პრესის არსებობას ხელს”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ერთი თავი ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეთმობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევრო-სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოს მედიასივრცეში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. ანგარიში ორგანიზაცია "TV პირველის" დამფუძნებელის საქმესაც ეხება. 

„ხელისუფლებამ ბრალდებები წაუყენა კიდე ერთი დამოუკიდებელი და კრიტიკული მაუწყებლის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას, ავთანდილ წერეთელს. პროკურატურა გამოთქვამს ვარაუდს, რომ წერეთელი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს 2008 წელს „უკანონო შემოსავლის“ სახით მიღებული 17 მილიონი აშშ დოლარის ლეგალიზებაში დაეხმარა. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system