თავში

კალაძე: პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია, ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

კალაძე: პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია, ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
კალაძე: პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია, ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია და ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, - ასე უპასუხა დედაქალაქის, მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციებსა და პიკეტირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. 

კალაძის თქმით, ადმინსტრაციული შენობების პიკეტირება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და მას შეაბამისი რეაგირება მოჰყვება. 

„პარლამენტის პიკეტირებას მიუღებელია და ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში. პიკეტირება კანონდარღვევაა, შესაბამისად, პიკეტირებას, ბლოკირებას, კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება. ოპოზიცია დილიდან საპროტესტო აქციებსა და ადმინისტრაციული შენობებისპიკეტირებას აანონსებს. გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ " ქართული ოცნების" დეპუტატებს მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას მათ კონკრეტული ინიციატივა დააყენეს, რაც გულისხმობს მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებას. თუმცა, მმართველი გუნდის შეთავაზებით უკმაყოფილოა ოპოზიცია.

ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას არ ეთანხმება და საპროტესტო აქციების გაგრძელებას ოთხ თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად გეგმავს. მათ აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიას უკვე მიმართეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system