თავში

კალაძე: რაც ენმ-მ ზუგდიდში გააკეთა იყო მავნებლობა

კალაძე: რაც ენმ-მ ზუგდიდში გააკეთა იყო მავნებლობა
კალაძე: რაც ენმ-მ ზუგდიდში გააკეთა იყო მავნებლობა

ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში გააკეთა, იყო მავნებლობა და გაუგებარი ღონისძიების გამო ადამიანების საფრთხის ქვეშ დაყენება,-ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა გუშინ გამართულ აქციაზე გააკეთა, რა დროსაც პარტიის წევრებმა ქუჩაში პირბადეები დაარიგეს, ამას კი ხალხმრავლობა მოჰყვა. 

„მეორე მავნებლობა არის ის, როცა ამას ადარებენ იმ კონკრეტულ ქმედებებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არის ის, რომ ამ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. ამის შედარება ჩვენ მიერ გამართულ ღონისძიებასთან არაა სწორი. იქ შეკრებილი ადამიანი, ვისზეც თქვენ საუბრობთ, ყველა არის გადამზადებული წითელი ჯვრის მიერ. ყველა არის აღჭურვილი შესაბამისი საშუალებებით და იცავენ უსაფრთხოების წესებს. პირველ რიგში, თავი რომ არ დაიზიანონ და არ დააზიანონ ის ადამიანები, რომელთანაც ურთიერთობენ. ჩვენ ყოველდღიურად 20-25 ადამიანი ვიკრიბებით უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე და უნდა დავჯარიმდეთ? ვერ ხვდებით განსხვავებას ზოგადად?! ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი საზოგადოების, მოსახლეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ის, რაც ვნახეთ მგონი კითხვის ნიშნები არ არსებობს, კითხვის ნიშნები აქვს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" და ისინი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ მათ მართლა კეთილი ზრახვები აქვთ და სურთ მოქალაქეების დახმარება, მაშინ ამ პროდუქციისა თუ ნივთების დარიგებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system