თავში

კალაძე: სალომე ზურაბიშვილს "ოცნებასთან" კავშირი არ აქვს

კალაძე: სალომე ზურაბიშვილს "ოცნებასთან" კავშირი არ აქვს
კალაძე: სალომე ზურაბიშვილს ოცნებასთან კავშირი არ აქვს

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ის უუგლავასა და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს "ქართულ ოცნებასთან" არ უნდა ათანხმებდეს, რადგან ის დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" მას დაეხმარა, პრეზიდენტს პარტიასთან კავშირი არ აქვს. 

„წინასწარ შეწყალებასთან დაკავშირებით არაფერი ვიცოდი, რომ მცოდნოდა, დასამალი რა იყო, არც ეს არ მესმის. რაც სიმართლე იყო, ის ვთქვი. პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარტიასთან არ უნდა თანხმდებოდეს მაშინ, როდესაც საერთოდ  არანაირი კავშირი არ აქვს სალომე ზურაბიშვილს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან“.  ჩვენ მას არჩევნებში მხარი დავუჭირეთ და გვინდოდა გამარჯვებული ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი და არა ის კონკრეტული პარტიები და პიროვნებები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებაზე მესიჯებს აჟღერებდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system