თავში

კალაძე შეწყალებაზე: გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილებაა

კალაძე შეწყალებაზე: გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილებაა
კალაძე შეწყალებაზე: გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილებაა

ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა როგორც პოლიტიკოსს, მესმის ამ გადაწყვეტილების განმარტებები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის მტკიცებით, ოპოზიცია მიმართული იმისკენ, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილებები ვერ განხორციელებულიყო, რაც ქვეყანას დააზიანებდა.

„ოპოზიცია მიმართული იყო მაქსიმალურად იმისკენ, რომ ეს საარჩევნო სისტემის ცვლილება ვერ განხორციელებულიყო და ეს სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის განვითარებას. ისინი მიმართული იყვნენ ამ განწყობით, რომ ეს საარჩევნო სისტემა ვერ მიღებულიყო, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და დანარჩენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ ყველას“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, კახა კალაძემ დღეს ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს ძალიან ცუდი იქნება, თუმცა, მისივე თქმით, ამაში საგანგაშო არაფერია და ასეთ შემთხვევაში არჩევნები არსებული წესით ჩატარდება. 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system