თავში

კალაძე: ზოგიერთი მაჟორიტარი იმუქრება

კალაძე: ზოგიერთი მაჟორიტარი იმუქრება
კალაძე: ზოგიერთი მაჟორიტარი იმუქრება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ზოგიერთი მაჟორიტარი დეპუტატი იმუქრება, რომ პარტია „ქართული ოცნებას“ დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავა.

„გუნდში მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები. მე უმრავლესობის ბოლო შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა გეტყვით, რომ არის ადამიანების ჯგუფი, ვინც კატეგორიულები არიან“,- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს რესურსი კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად.

„2020 წლის არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით და 2024 იქნება პროპორციული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო. დღეს არ გაგვაჩნია რესურსი, რომ ცვლილება განხორციელდეს“,- განაცხადა კალაძემ.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ არსებულ შერეულ სისტემაში ცვლილებების შეტანისათვის დიალოგისთვის მზადაა.

დღეს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერებს შორის, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შედგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system