თავში

კალაძე: მგონი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ შეთანხმება აუცილებელია

კალაძე: მგონი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ შეთანხმება აუცილებელია
კალაძე: მგონი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ შეთანხმება აუცილებელია

მგონი, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ შეთანხმება აუცილებელია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მოლაპარაკებების მესამე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

,,ამ დღეების განმავლობაში ცხადი იქნება, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მგონი ყველა აცნობიერებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ აუცილებელია შეთანხმება. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ოპონენტებისა ასე ფიქრობს, იმიტომ, რომ ყველას, მემგონი, კარგად გვესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოებრიობა", - განაცხადა კალაძემ. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system