თავში

,,ლელო": სასამართლო პროცესების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას

,,ლელო": სასამართლო პროცესების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას
,,ლელო: სასამართლო პროცესების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას

პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის დაჩქარებული წესით ჩანიშნულ სასამართლო სხდომებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.

კახა კოჟორიძის განცხადებით, ლელოს ლიდერების პროცესები მიდის ფორსირებულად, რაც კიდევ ერთხელ დამატებითი დასტურია, რომ პოლიტიკური მოტივაცია დგას ამ საქმის უკან.

"პირველი პროცესი ამ საქმეზე ჩატარდა 2019 წლის 10 ოქტომბერს, ნოემბერში არც ერთი პროცესი არ ჩატარებულა." ლელოს", როგორც პოლიტიკური პარტიის სტარტის შემდეგ, მოსამართლემ გადაწყვიტა ფორსირებულად პროცესების ჩანიშვნა. ბოლო პროცესზე ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადებაზე, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. მეტიც, ავთანდილ წერეთელმა დააყენა შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თუმცა მოსამართლემ ამ დრომდე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. დღეს მისი ადვოკატი შევა პროკურატურაში და მიაწვდის ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ განცხადებით, გიორგი არევაძეს მივმართოთ კითხვით, ყოფილა თუ არა, რომ ერთ თვეში ოცი პროცესი ჩაეტარებინოს. სხვა რომელიმე საქმეზე მოხდა თუ არა რომ ორი თვის განმავლობაში ასეთი ინტენსივობით განეხილათ საქმეები",- განაცხადა კოჟორიძემ.

"ლელოს" წევრების თქმით, ის პროცესები, რომლებიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, არის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც სამართალთან არ აქვს კავშირი.

"ლელოს" ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე, 18 სასამართლო სხდომაა ჩანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system