თავში

კანდელაკი: წყალტუბო "ქართული ოცნების" ჩაფლავების სიმბოლოა

კანდელაკი: წყალტუბო "ქართული ოცნების" ჩაფლავების სიმბოლოა
კანდელაკი: წყალტუბო ქართული ოცნების ჩაფლავების სიმბოლოა

,,ევროპული საქართველოს" წევრებმა გიორგი კანდელაკმა, აკაკი ბობოხიძემ და ოთარ კახიძემ, წყალტუბოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

გიორგი კადნელაკის თქმით, ერთი წელი გავიდა, რაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ წყალტუბოს სანატორიუმებს გამოისყიდდა და აქ სასტუმროებს ააშენებდა, თუმცა დღესაც წყალტუბოში ისეთივე უძრაობაა, როგორიც 1 წლის წინ.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ ,,ევროპული საქართველოს" გეგმა წყალტუბოს მოუტანს წარმატებას, სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას.

„დღეს გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ გავიდა ერთი წელი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომელიც მან გააკეთა 2019 წლის ოქტომბერში, სადაც მან აიღო ვალდებულება, რომ წყალტუბოში მდებარე 22 სანატორიუმს და 9 აბაზანას გამოსიყიდდა საკუთარი სახსრებით და აქცევდა მათ წარმატებისა და დასაქმების სიმბოლოდ, რომ ამ სანატორიუმებსა და აბაზანებში უნდა დასაქმებულიყო 10 000 ადამიანზე მეტი.

ერთი წლის თავზე, საზოგადოებისთვის ცხადია, რომ არაფერი არ გაკეთებულა, არც ერთი აბაზანა და სანატორიუმი, არცერთი მათგანისათვის ხარაჩოც კი არ მიუდამგთ. თუკი არსებობს საქართველოში სიმბოლო, თუ რატომ არის ქართული ოცნება ჩაფლავებული, ეს პირველ რიგში არის ქალაქი წყალტუბო.

ამ მშვენიერ სანატორიუმებში, ამ მშვენიერ შენობებში, ახლა უნდა ჩქეფდეს ცხოვრება, უნდა იყოს მაღალი კლასის სასტუმროები, უნდა ჩამოდიოდნენ ტურისტები და უნდა ბრუნავდეს ბევრი ფული, თუმცა ეს ასე არ არის", - განაცხადა კანდელაკმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system