თავში

კანდელაკი: ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ცოტა ადამიანი ჩამოვა საქართველოში

კანდელაკი: ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ცოტა ადამიანი ჩამოვა საქართველოში
კანდელაკი: ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ცოტა ადამიანი ჩამოვა საქართველოში

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოხსნას დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში "მწვანე" ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

დეპუტატი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ავიაკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა "მწვანე" ქვეყნებიდანაც კი, რაც შეიძლება, ნაკლები ფრენები განახორციელონ.

"საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, საქართველოს მთავრობამ საკუთარი განზრახვის საწინააღმდეგოდ, მაინც მიიღო ევროკავშირის 5 წევრ სახელმწიფოსთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენს ყურამდე მოდის ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ერთგვარ ზეწოლას ავიაკომპანიებზე, რომ მათ დანიშნონ, თუნდაც ამ "გამწვანებული ქვეყნებიდან", რაც შეიძლება ცოტა ფრენები. ეს არის მცდარი და ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დამაზიანებელი მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ცოტა ადამიანი ჩამოვა საქართველოში. ამასთან, ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა ამ ბრიყვულ დისკრიმინაციულ და მავნებლურ კარანტინის მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაშინაც კი, თუკი ისინი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს გახსნილი საზღვარი. ეს გადაწყვეტილება არის ანტიკონსტიტუციური, რომ წარმოვიდგინოთ ოჯახი, რომლის ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე და სხვა წევრები არიან იმ 5 ქვეყნიდან ერთ-ერთის მოქალაქეები, ეს ოჯახი რომ დაბრუნდება საქართველოში, ის წევრი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, უნდა ჩააყუდონ კარანტინში, ხოლო ერთი ოჯახის სხვა წევრებს შეუძლიათ, რომ სახლში წავიდნენ მშვიდად. ეს ხომ არის სისულელე, აბსურდი და იდიოტიზმი"- განაცხადა კანდელაკმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system